×
კალათა
შეკვეთა
×
შენი ანგარიში
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
×
შექმენით ანგარიში
წესები და პირობები
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს ინტელექტროს (ს/კ 200264356) საკუთრებას

 

თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს

 

ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ: შპს ინტელექტრო, ტელეფონი  (032) 2152818.

 

  1. ზოგადი პირობები

 

ტერმინთა განმარტება: ჩვენ - შპს ინტელექტრო (ს/კ 00264356), შემდგომში -კომპანია; თქვენ - პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე; ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;

 

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი გადახდები;

 

დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;

წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;

არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

  1. რეგისტრაცია პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ, ან რეგისტრაციის გარეშე).

 

რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს"). "შპს allmarket.ge " – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა "შპს allmarket.ge "– ის მიერ, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ შეგიძლიათ რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს მაგიერ.

 

  1. მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები

 

მიტანის სერვისი: ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.

 

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე: ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

 

1) ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს

 

2) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და

3) შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

 

  1. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

 

კონფიდენციალურობა ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

 

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორიცაა მაგალითად ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. თქვენი ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით; ვებგვერდის მართვისთვის; სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.

 

 

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP" მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე. არაპირადი

 

საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენი მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

 

ინფორმაციის განახლება და შეცვლა: თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

 

მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე: თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

 

ინფორმაციის უსაფრთხოება: ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომელი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და "შპს allmarket.ge " – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

 

  1. ონლაინ შესყიდვის პროცედურა

 

შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში; ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები; მარტივი ძებნისთვის საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში „ძებნა".

 

  1. შეკვეთის მიღება

 

შეკვეთების გასაგზავნად გამზადება განხორციელდება:

 

13:00 საათამდე მიღებული შეკვეთები თბილისის ფარგლებში გაიგზავნება იმავე დღეს

16:00 საათამდე მიღებული შეკვეთები გაიგზავნება მომდევნო დღეს.

შაბათს 13:00 საათამდე განთავსებული შეკვეთები გაიგზავნება ორშაბათს.

რეგიონებისთვის მიწოდების სერვისის დრო განსაზღვრულია 1დან 3 სამუშაო დღემდე. შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ( შაბათ დღეს მიწოდება ხორციელდება მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში). კვირა დღეს მიწოდება არ ხორციელდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ: 50 ლარზე მეტი ღირებულების შეძენის შემთხვევაში, მიტანის სერვისი უფასოა. 50 ლარზე ნაკლები ღირებულების შეძენის შემთხვევაში მიტანის საფასური არის 6 ლარი.

×
პაროლის აღდგენა
აღდგენა
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
კატეგორია

ელექტრო საკეტი Electric Strikes Hold-open, Right

უსაფრთხოების სისტემები

კოდი - 2R3B10L03Z
მარაგი - 4
ბრენდი - Openers & Closers

აღწერა
ელექტრო საკეტი Electric Strikes გამოირჩევა მონტაჟის სიმარტივით, არის არაპოლარიზებული და გააჩნია ინტეგრირებული დამცავი დიოდი.

მახასიათებლები:
- სერტიფიცირებული 2004/108/CE (EN 55014) სტანდარტით
- კარის მდგომარების დამახსოვრება
- ინტეგრირებული დამცავი დიოდი
- მექანიკური განბლოკვის ღილაკი
- არაპოლარიზებული
- რეგულირებადი დამჭერი
- კოროზიისადმი მდგრადი UNI ISO 9227-ის მიხედვით
0.00 ₾
0.00 ₾
color

რაოდენობა

ტექ. მახასიათებლები

ჩამოტვირთვები

ძაბვა 12V dc
კოჭა (50 Ω  0,25A)
მაქს. გვერდითი დატვირთვა DC-ზე 10 N
გატეხვის წინააღმდეგობა 3.000 N
შეჩერება/გახსნა დიახ
მექანიკური განბლოკვის ღილაკი დიახ
სამუშაო ტემპერატურა -15 ºC /+40 ºC
მასალა Zamak
სერტიფიცირებული 2004/108/CE (EN 55014)
კოროზიისადმი მდგრადი UNI ISO 9227-ის მიხედვით
Electric_Strikes_Datasheet.pdf